ხელვაჩაურში, სოფელ გემურაურში 11 წევრიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. ქამაშიძეების ოჯახში ამბობენ, რომ ძლიერმა ქარმა საცხოვრებელს სახურავი გადახადა.
წვიმის დროს ოთახები იტბორება, დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. ოჯახი ირწმუნება, რომ არაერთხელ მიმართეს მერიას, თუმცა მხოლოდ დაპირებები მიიღეს.
მერიაში გვითხრეს, რომ ქამაშიძეების ოჯახის პრობლემას იცნობენ და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად შექმნილი კომისია აღნიშნული ოჯახის საკითხსაც განიხილავს, ქამაშიძეებს კი წერილობით აცნობეს, იმის შესახებ, რომ განცხადება დაკმაყოფილდება და სამუშაოებიც უახლოეს პერიოდში დაიწყება.