საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - სამეცნიერო კონფერენცია 

25 მაისი 2023, 14:19 731 ნახვა

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უმაღლესი სასწავლებლის პროფესორებმა საჯარო ლექციები ჩაატარეს. შეხვედრას სტუდენტები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

დისკუსიის თემა იყო “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისი - წინაპირობები, მნიშვნელობა და შედეგები“.

დღეს არსებულ გამოწვევებთან ერთად ისტორიკოსებმა თავიანთ მოხსენებში აქცენტი გააკეთეს ისტორიულ ფაქტებზე. ისაუბრეს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდში არსებულ საერთაშორისო და საშინაო ვითარებაზე, ეროვნული საბჭოს როლსა და დამოუკიდებლობის აქტზე.   

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი