ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის მე-14 საერთაშორისო გამოფენა ბათუმში დღეს სრულდება. ღონისძიება სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ტურიზმის პოპულარიზაციის გარდა სექტორში ჩართული ადამიანების გაცნობას ითვალისწინებდა მიზნად.
ღონისძიებაზე 85 ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის პროდუქციაა წარმოდგენილი, მათ შორისაა სასტუმროები, კვების ობიექტები, ტურისტული და სადაზღვევო კომპანიები.