იმედგაცრუებით აღვნიშნავთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის საწინააღმდეგოა - ლიეტუვის საგარეო უწყება 

19 მაისი 2023, 17:17 585 ნახვა

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მოვიდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გატარებულ სანქციებთან შესაბამისობაში, მათ შორის საავიაციო სექტორში, – ამის შესახებ ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნდა.

„იმედგაცრუებით გვსურს, აღვნიშნოთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა საქართველოს ინტერესებისა და მის მიერ არჩეული ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმავალი გზის საწინააღმდეგოა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მოვიდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გატარებულ სანქციებთან შესაბამისობაში, მათ შორის საავიაციო სექტორში“, – აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი