„ჩემი პირველი ქართული როლი“ - კონკურსი

17 მაისი 2023, 11:03 448 ნახვა

„ჩემი პირველი ქართული როლი“ - ქართულენოვანი თეატრალური კომპოზიციების კონკურსი არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების მოსწავლეებისთვის.

კონკურსის მიზანი სახელმწიფო ენის პოპულარიზაციაა. კონკურსის გამარჯვებული გუნდები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. 

I ადგილი თბილისის N73 საჯარო სკოლამ მოიპოვა, II ადგილი თელავის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლამ დაიმსახურა, ხოლო III ადგილზე ნინოწმინდის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლა გავიდა.

საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს ფულადი სასაჩუქრე ბარათები და დიპლომები გადაეცათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში