საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს განცხადება

15 თებერვალი 2017, 00:00 1830 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო განცხადებას ავრცელებს,განცხადებაში ნათქვამია რომ - 
''აღმასრულებელი საბჭო საზოგადოებას მადლობას უხდის საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგეგმილი რეფორმის მიმართ გამოვლენილი დიდი ინტერესისთვის და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს, აქტიურად ჩაერთოს განხილვის პროცესში, ვინაიდან უახლოეს ხანებში მიღებული იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების მიმართულებას.

2005 წლიდან, რაც საზოგადოებრივი მაუწყებელი არსებობს, მკაფიოდ არასოდეს ჩამოყალიბებულა ის კრიტერიუმები და თვლადი ინდიკატორები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის შეფასება. არსებობს მოსაზრებები, მაგრამ არ არსებობს ერთიანი ხედვა, როგორი საზოგადოებრივი მაუწყებელი სურს საზოგადოებას და რას ნიშნავს კარგი საზოგადოებრივი მაუწყებელი. შესაბამისად, არც ის კრიტერიუმები არსებობს, რითიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მუშაობა შეფასდებოდა. საზოგადოებრივ მაუწყებელში დღეს არსებული პრობლემები დიდწილად ამითიც არის განპირობებული.

მოქალაქეებიც და მედიაექსპერტებიც საზოგადოებრივ მაუწყებელს, ძირითადად, სუბიექტური ფაქტორებით აფასებენ, ანუ იმის მიხედვით, თავად როგორი შეხედულებაც აქვთ ამ ინსტიტუტის დანიშნულებისა და როლის შესახებ. 

2017 წლის 9 თებერვალს, აღმასრულებელი საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს ერთობლივ სხდომაზე, სამეურვეო საბჭომ იკისრა მნიშვნელოვანი და დროული ვალდებულება, რომ 2017 წლის 16 თებერვალს წარმოადგენს და საზოგადოებას გააცნობს, თუ რა კონკრეტული კრიტერიუმებით და ინდიკატორებით უნდა შეფასდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა.

ბოლო დღეების განმავლობაში, ფართო საზოგადოებრივი განხილვის პროცესში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომი განვითარების ორგვარი ხედვა გამოიკვეთა:

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს მიერ წარმოდგენილი ხედვისა და მისგან გამომდინარე სამოქმედო გეგმის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი შეასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და პროგრამულ პრიორიტეტებს, თუმცა, იგი მუდმივად ორიენტირებული იქნება ფართო მაყურებლის ინტერესზე, შესაბამისად,  მათი რაოდენობის (რეიტინგის) ზრდასა და კერძო მაუწყებლებთან კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე. თუ სამეურვეო საბჭო გაიზიარებს აღმასრულებელი საბჭოს ხედვას, მაუწყებლის შეფასების  უმთავრესი ინდიკატორი იქნება მაყურებლის არჩევანი - თუ რომელ გადაცემას უყურებს სხვა გადაცემებზე უფრო ხშირად; რომელი გადაცემებია მისთვის მიმზიდველი. რეიტინგს დაემატება ხარისხის კვლევა და, შესაძლოა, კიდევ გარკვეული პარამეტრები, მათ შორის, ფინანსური. ამ პრინციპის მიხედვით მოხდება თითოეული გადაცემის შეფასებაც.

2. ცალკეული მედიაექსპერტები, საზოგადოების გარკვეული ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ აღმასრულებელი საბჭოსგან განსხვავებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის შეფასებისას, კერძო მაუწყებლებისგან განსხვავებით, მაყურებელთა რაოდენობა არ უნდა იყოს მთავარი ინდიკატორი და ძირითადი აქცენტი უნდა კეთდებოდეს ხარისხიანი გადაცემების მომზადებაზე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ხედვას მიენიჭება უპირატესობა, საჭირო იქნება მკაფიო კრიტერიუმების და ინდიკატორების შემუშავება, რომლითაც შესაძლებელი გახდება როგორც მთლიანად მაუწყებლის, ასევე თითოეული გადაცემის ხარისხის შეფასება.

ცხადია, ორივე ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, თუმცა, მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა და აუცილებელია მკაფიოდ განისაზღვროს, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული მისი შეფასების სისტემის ჩამოყალიბება.

იმის გამო, რომ აღმასრულებელი საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას უმთავრესად რეიტინგის ზრდასა და ხარისხის კონტროლს უკავშირებს, სწორედ ამ ხედვიდან გამომდინარეობს სამეურვეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენილი სამოქმედო გეგმა და საჭიროდ მიგვაჩნია, კიდევ ერთხელ მოკლედ ჩამოვაყალიბოთ მისი ძირითადი ასპექტები:

1. საზოგადოებრივი მაუწყებელი ასრულებს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს და სამეურვეო საბჭოს მიერ დადგენილ პრიორიტეტებს. ამავე დროს, მის განვითარებას საფუძვლად უნდა დაედოს კონკურენციის პრინციპი. საზოგადოებრივი მაუწყებელი მუდმივად ორიენტირებული უნდა იყოს რეიტინგის, ანუ მედიის ბაზარზე საკუთარი წილის ზრდაზე. 

2. პირველი არხის - რომელიც ფლაგმანის ფუნქციას შეასრულებს - წილი მედიაბაზარზე უნდა იყოს არანაკლებ 15%. ეს დათქმა ცვლილების სახით უნდა შევიდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში, უკვე არსებულ საკანონმდებლო ვალდებულებასთან ერთად, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ფარავდეს ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს. ცვლილება დებულებაში უნდა ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

3. თუ პირველი არხის წილი მედიაბაზარზე 15%-ზე ნაკლები გახდება, სამეურვეო საბჭომ უნდა დააყენოს გენერალური დირექტორისა და ბლოკის დირექტორების მიმართ ნდობის საკითხი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელ საბჭოს მიაჩნია, რომ ორგანიზაციის რეფორმას საფუძვლად უნდა დაედოს ეს სამი პრინციპი. ამ პრინციპებიდან გამომდინარეობს ჩვენი ხედვა შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

1. როგორც კი სამეურვეო საბჭო და მმართველი გუნდი შეთანხმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომი განვითარების მიმართულებაზე, რომ მაუწყებელი ორიენტირებული იქნება მაყურებლის ინტერესისა და რაოდენობის ზრდაზე - ჩვენ წარმოვადგენთ კონკრეტული გადაცემების შეფასების ინდიკატორს, რომელიც მთავარი პრინციპის შესაბამისი იქნება.  

2. ინდიკატორი უნდა დაეფუძნოს ყველასთვის ხელმისაწვდომ და გამჭვირვალე პრინციპს, რომელიც თითოეულ გადაცემას მიმართავს იქით, რომ ორიენტირებული გახდეს მაყურებლის მოზიდვაზე, ხარისხსა და განვითარებაზე. სწორედ ამ პრინციპზე დაფუძნებული მკაფიო ინდიკატორით და არა სუბიექტური მოსაზრებებით გადაწყდება, რომელი გადაცემა დარჩება ეთერში და რომელი - შეჩერდება. 

3. 2018 წლიდან ბადეს დაემატება კონკურსის წესით შერჩეული ახალი გადაცემები და ყოველი სატელევიზიო სეზონის ბოლოს ყველა გადაცემა შეფასდება შეთანხმებული ინდიკატორით. 

4. იმის გამო, რომ რადიოს რეიტინგის შესახებ მონაცემები საერთოდ არ არსებობს,  რადიო 1-ის და რადიო 2-ის მომავლის განსაზღვრისთვის და რადიოს ახალი კონცეფციის შესამუშავებლად ჩატარდება სამუშაო შეხვედრები, ფოკუსჯგუფები და სხვა კვლევები. საზოგადოებრივი რადიოს განვითარება დაეფუძნება იმავე პრინციპებს, რა პრინციპების მიხედვითაც განვითარდება საზოგადოებრივი ტელევიზია. 

სწორედ იმის გამო, რომ აქამდე არ არსებობდა არც საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის და არც კონკრეტული გადაცემების შეფასების მკაფიო კრიტერიუმები, აღმასრულებელმა საბჭომ თავიდანვე უარი თქვა გადაცემებთან დაკავშირებით სუბიექტური მოსაზრებებით გადაწყვეტილებების მიღებაზე. ჩვენ ავირჩიეთ გზა, რომელიც ყველაზე მეტად უზრუნველყოფს გამჭვირვალებას, სამართლიანობას, კონსენსუსს და თანამშრომელთა უფლებების დაცვას.

ნებისმიერ შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დიდ მონაპოვრად მიგვაჩნია ის უპრეცედენტოდ აქტიური დისკუსია, რაც ამჟამად მიმდინარეობს მისი განვითარების კონცეფციებთან, გზებთან და ორგანიზაციის შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროცესი იმ ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს მაქსიმალურად მოკლე ვადაში გარდაქმნის ხალხის ინტერესებზე, მაყურებლის მოზიდვასა და ხარისხზე ორიენტირებულ მედიაოგრანიზაციად“, - აღნიშნულია განცხადებაში.  

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„აღმასრულებელი საბჭო საზოგადოებას მადლობას უხდის საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგეგმილი რეფორმის მიმართ გამოვლენილი დიდი ინტერესისთვის და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს, აქტიურად ჩაერთოს განხილვის პროცესში, ვინაიდან უახლოეს ხანებში მიღებული იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების მიმართულებას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი