თურქეთი პრეზიდენტს და პარლამენტს ირჩევს 

14 მაისი 2023, 12:05 797 ნახვა

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები პრეზიდენტსა და 600-ადგილიან პარლამენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათზე გაიხსნა.

თურქეთის პრეზიდენტის არჩევის მხრივ, საარჩევნო ბიულეტენში ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება 3 კანდიდატს შორის მოუწევს, დღესვე გაირკვევა დასრულდება თუ არა მოქმედი პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის 20 წლიანი მმართველობა.

ერდოღანის მთავარი კონკურენტი ქემალ კილიჩდაროღლუა, რომელიც ექვსი ოპოზიციური პარტიის კოალიციური კანდიდატია. არჩევნებში მონაწილეობის უფლება 64 მილიონზე მეტ ამომრჩეველს აქვს.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი