ბარათაშვილის 24-ში მიმდინარე სამუშაოებს დემეტრე თავდადებულის 37-ში მცხოვრები მოქალაქეები აპროტესტებენ. მათი განცხადებით სახლის დემონტაჟში მძიმე ტექნიკით მიმდინარეობს, რაც საფრთხეს მათ საცხოვრებელ სახლს უქმნის. დემეტრე თავდადებულის 37-ში მცხოვრები ოჯახების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახლმა სამუშაოების გამო დეფორმაცია განიცადა. ისინი მოითხოვენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მერიამ, ან კომპანიამ აიღოს. ჩვენ უკვე დავუკავშირდით მერიას და კომპანიას. რომელთა კომენტარებსაც შემდგომ გამოშვებებში შემოგთავაზებთ.