უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 44 შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

12 მაისი 2023, 10:04 506 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 44 შეტევა მოიგერიეს-ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე მტკიცებით, გასული დღის განმავლობაში, მტერმა 6 სარაკეტო დარტყმა განახორციელა, კერძოდ ქალაქ სლავიანსკზე, კონსტანტინოვკასა და ზაპოროჟიეში.

უწყების ცნობით, დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურდა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

"მტერი აგრძელებს თავისი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანსკის, ბახმუცკის, ავდეევსკის და მარინსკის მიმართულებებზე - მოიგერიეს 44 მტრის შეტევა. სასტიკი ბრძოლა გრძელდება ქალაქების ბახმუტისა და მარინკასათვის“- აცხადებენ გენშტაბში.

გასული დღის განმავლობაში, 9 ადამიანი დაიჭრა სარაკეტო თავდასხმის შედეგად ქალაქ ტორეცკშიც. ზაპოროჟიეში კი დაბომბვის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა. მძიმე ბრძოლები გრძელდება დონბასში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში