ნატომ მზარდ საფრთხეებს გაორმაგებული ძალისხმევით უნდა უპასუხოს - სტოლტენბერგი

10 მაისი 2023, 14:16 592 ნახვა

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უნდა გააორმაგოს საკუთარი ძალისხმევა, რომ მზარდი საფრთხეების წინაშე ნატო-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს. განცხადება სტოლტენბერგმა ბრიუსელში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის შეხვედრაზე გააკეთა.

„მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის არალეგალური ანექსია მოახდინა და 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში შეიჭრა, ჩვენ გავზარდეთ   ძალების მზადყოფნა. პირველად ისტორიაში, ალიანსის აღმოსავლეთით, განვალაგეთ საბრძოლო ქვედანაყოფები და ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ დამატებით 350 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯეს თავდაცვაზე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი