ყვავილებით შეამკეს ქობულეთში მე-2 მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს წარმომადგენლებმა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან, მე-2 მსოფლიო ომში 6 000 მოქალაქე გაიწვიეს, მათგან ფრონტის ხაზზე 1 418 ადამიანი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
მემორიალთან ასევე არის ძმათა სასაფლაო მოწყობილი, სადაც დიდი სამამულო ომის დროს განსაკუთრებულად მძიმედ დაჭრილი, დაშავებული 49 ადამიანია დაკრძალული.