გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს ხელვაჩაურში. გაიხსენეს წარსული და ისაუბრეს გამოწვევებზე. ხელვაჩაურში ომის ვეტერანი აღარ ჰყავთ, ომში დაღუპულის ოჯახი კი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მხოლოდ ერთია.
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 1 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 500 ლარი გადაეცემათ.