წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქველმოქმედო გამოფენა გაიმართა ქედაში. წითელი ჯვრის ქედის ფილიალის ორგანიზებით ორგანიზაციის მოხალისეების ხელნაკეთი ნივთები ქედის კულტურის ცენტრში გამოიფინა. გამოფენაში ჩართული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, კულტურის სახლები და სხვადასხვა სკოლები. წარმოდგენილი ნახატების, აქსესუარებისა და ნივთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ქედაში მცხოვრებ მოწყვლად ჯგუფებს მოხმარდება. გამოფენის შემდეგ გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი, რომელზეც სხვადასხვა მუსიკალური ნომრებით, მაყურებლის წინაშე სკოლის მოსწავლეები წარსდგნენ.