ცვლილება სამშენებლო კოდექსში - განხილვა დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე

08 მაისი 2023, 14:48 726 ნახვა

კანონპროექტი, რომელიც ბათუმში სამშენებლო ამნისტიას ეხება, დარგობრივმა კომიტეტმა  ხმაურის ფონზე განიხილა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საკომიტეტო მოსმენებში დაპირების მიუხედავად, დაინტერესებული მხარეები მმართველმა პარტიამ არ ჩართო, ამიტომ ისინი ხელისუფლებას ცრუ დაპირებაში ადანაშაულებენ.

მიაჩნიათ, რომ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში უნდა მონაწილეობდნენ ბათუმის საკრებულოს წევრები, არასამთავრობოებისა და პროფესიულ წრეების წარმომადგენლები. მათი თქმით, ეს კანონპროექტი ბათუმის ურბანულ გენოციდს ემსახურება.

''ხალხის ძალის'' დეპუტატ ეკა სეფაშვილს უკვირს პროცესების ამგვარად განვითარება და ფიქრობს, რომ ოპონენტებს აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება ბათუმის გენგეგმაში ერევათ.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი