რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის დაბომბვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 48, მათ შორის ორი ბავშვია, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„მსოფლიომ უნდა ნახოს და იცოდეს ეს. რკინიგზის სადგური, სახლი, ტექნიკის მაღაზია, სუპერმარკეტი, ბენზინგასამართი სადგური – იცით, რა აერთიანებს ამ ადგილებს? სისხლიანი კვალი, რომელსაც რუსეთი ტოვებს თავისი ჭურვებით, კლავს მშვიდობიან მოსახლეობას ხერსონში და ხერსონის სხვადასხვა რეგიონებში.“- წერს უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და აღნიშნა, რომ უკრაინა აუცილებლად დაამარცხებს ბოროტ სახელმწიფოს და პასუხს აგებინებს ყველა დამნაშავეს.