მდგრადი ინსტიტუტების განვითარება - USAID-ის კონფერენცია

03 მაისი 2023, 11:00 849 ნახვა

მდგრადი ინსტიტუტების მშენებლობა საქართველოში - ამ თემაზე რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს ბათუმში. შეხვედრა USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის ფარგლებში იმართება. 

პროექტი 5 წლიანია და მისი მიზანი ორგანიზაციური სტრუქტურის გამართვა, სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შემუშავება და სამუშაოს ეფექტიანობის გაზრდაში დახმარებაა. 

პროექტში ჩართულია როგორც სამთავრობო,  ასევე არასამთავრობო და კერძო სექტორი. რეგიონული კონფერენცია ხვალ დასრულდება.  გაიმართება ექსპერტთა პანელური დისკუსიებიც.

შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ თანამშრომლობის თითქმის სამწლიან პერიოდში მიღწეულ შედეგებზე, ინსტიტუციური განვითარების სირთულეებზე, გამოწვევების დაძლევის გზებსა და საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილ ახალ მიდგომებზე.   

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში