ჩერნობილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა

26 აპრილი 2023, 10:29 930 ნახვა

ჩერნობილის კატასტროფიდან 37 წელი გავიდა. ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარია 1986 წლის 26 აპრილს მოხდა. ეს მოვლენა, რომელსაც მოგვიანებით მეოცე საუკუნის ტრაგედია უწოდეს, უდიდეს ტექნოგენურ კატასტროფად იქცა.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკზე აფეთქების შედეგად გარემოში დიდი ოდენობი რადიოაქტიური ნივთიერებების გაფრქვევა მოხდა. 

რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელარუსის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 ათასი ადამიანი.

ავარიას ადგილზე 31 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო რადიაციის შედეგად გამოწვეული დაავადებებით 115 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი