მეწყერი იუსუფელის ახალ დასახლებასთან

23 აპრილი 2023, 20:08 650 ნახვა

ართვინის რაიონში, იუსუფელში, იქ სადაც კაშხლის გამო ახალი დასახლება ააშენეს, მეწყერი განვითარდა. ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით მიწის მასა ხიდის მშენებლობის გამო ჩამოწვა.

ალი ოსმან ქიბარის თქმით, ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სპეციალისტები და როგორც ამბობს მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

შეგახსენებთ, რომ იუსუფელში კაშხლის მშენებლობის გამო ძველი დასახლება დაიტბორა, მოსახლეობა იმავე ტერიტორიაზე ახლად აშენებულ ქალაქში გადაიყვანეს საცხოვრებელად.

იუსუფელი ძველი ქართული ქალაქია, სადაც რამდენიმე ისტორიული ძეგლია, რომელიც კაშხლის გამო იტბორება. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში