„ზღვაზე დავბადებულვარ“ - ამ სახელწოდებით ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა.
მოსწავლეებმა კოლხეთში მეთევზეობა-ნაოსნობის ტრადიციები გააცოცხლეს ქვის ხანიდან დღემდე. ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, რომ მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს ძველი ტრადიციების გახსენებას და პოპულარიზაციას.
ღონისძიების შემდეგ თიხისა და ფერწერული მასტერკლასი ჩატარდა.