''ქართული ოცნების'' მესამე უარი და ინიციატივად დარჩენილი ოპოზიციის ძალისხმევა.
პარლამენტში საგამოძიებო კომისია ისევ ვერ შეიქმნა, მმართველმა პარტიამ არც გუშინდელ სხდომაზე გაიარა რეგისტრაცია, შესაბამისად კვორუმი ისევ ვერ შედგა. ამაში კონსტიტუციის დარღვევას ხედავენ ოპოზიციაში და საკითხის მომდევნო სასესიო კვირაში დაყენებას ისევ გეგმავენ.
სასამართლო სექტორში პოლიტიკური ჩარევის არგუმენტით კომისიის შექმნის მხარდაჭერას გამორიცხავს ,,ქართული ოცნება“ , სადაც რეგლამენტის წაკითხვას ურჩევენ ოპონენტებს.