11 წელი "ქართული ოცნების" დაფუძნებიდან - პარტიის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

21 აპრილი 2023, 15:03 888 ნახვა

რითი იწონებს თავს და ამაყობს სახელისუფლებო ძალა? ამ ყველაფერს წაიკითხავთ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც  „ქართული ოცნების“ დაფუძნების თარიღს ეხმაურებიან და განვლილ 11 წელს აჯამებენ.   

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის საქართველოს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია. აქაც ნახსენებია მეორე ფრონტი, რომ რეგიონი არსებული ვითარების ფონზე ხელისუფლება ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდა და უმკლავდება. 

ამავე წერილში ხაზს უსვამენ  ''ქართული ოცნების'' მმართველობის პირობებში  მიღწეულ პროგრესს , მათ შორის ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. ,,ჩვენი პოლიტიკური გუნდი და, მისი მმართველობით, ქვეყანა განაგრძობს შეუქცევად და თანმიმდევრულ წინსვლას დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე“, -  ასე სრულდება  ვრცელი წერილი, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტები აფასებენ.  

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი