ბავშვთა ადრეული განვითარება, სააღმზრდელო დაწესებულებების როლი და სასკოლო მზაობა - ამ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა ხელვაჩაურში.
ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე განათლების სფეროს წარმომადგენლებსა და მშობლებს შეხვდა.
ისაუბრა ბავშვის ფსიქო-ემოციური განვითარების ეტაპებზე, მოზარდებთან სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, ასევე მშობლისა და მასწავლებელ-აღმზრდელის ჩართულობაზე.
შეხვედრა ხელვაჩაურის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.