საქართველოს სამბისტთა ნაკრების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე 

21 აპრილი 2023, 10:13 674 ნახვა

ისრაელის ქალაქ ჰაიფაში ევროპის ჩემპიონატზე სამბოში ქართველმა ფალავანმა გიორგი ქავთარაძემ, რომელიც +98 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ფინალში სერბი ვლადიმირ გაიიჩი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა, რითაც საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

საერთო ჯამში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ხუთი მედალია და გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილზეა.

დავით ლორიაშვილი და ვახტანგ ჩიდრაშვილი ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, მინდია ლილუაშვილი და ელენე ქებაძე ბრინჯაოს დასჯერდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი