ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ჯანდაცვის მინისტრს მოუსმინეს. სხდომა მედიისთვის დახურული იყო, თუმცა კომიტეტს ესწრებოდნენ მშობლები, რომლებიც რამდენიმე თვეა მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
ამ იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მშობლები 4 თვეა აქონდროპლაზიის პრობლემის მქონე ბავშვებისთვის საჭირო წამლის შემოტანისა და დაფინანსების მიზნით პროტესტს არ წყვეტენ.