ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა დაგმო და კიდევ ერთხელ გამოვიდა სამშვიდობო ინიციატივით, რომელიც მანამდე უკრაინის მთავრობამ გააკრიტიკა.
რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან შეხვედრისას ლულამ განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დასამყარებლად ნეიტრალური სახელმწიფოების ჯგუფი უნდა გაერთიანდეს.
ლულას განცხადებით, დასავლეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით ომს ახანგრძლივებს.
თეთრმა სახლმა ბრაზილიის პრეზიდენტი ფაქტებზე დაუყრდნობლად რუსული და ჩინური პროპაგანდის გადამღერებაში დაადანაშაულა.