ქალაქებისა და კურორტების განვითარების მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამას იწყებს მთავრობა. რამდენიმე ქალაქთან ერთად ჩამონათვალშია ბათუმიც, სადაც როგორც პრემიერი ამბობს, შენობებს, კულტურულ და ისტორიულ ობიექტებს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.
პროგრამა ხუთ წელზეა გათვლილი და მილიარდი ლარი დაიხარჯება.
დღესვე ირაკლი ღარიბაშვილმა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნის დავით კეზერაშვილის საქმეზეც გააკეთა განცხადება.