პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

16 აპრილი 2023, 14:20 689 ნახვა

სამების საკათედრო ტაძარში მრევლს პატრიარქის ეპისტოლე გააცნეს. ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც დაესწრო. ილია მეორე სააღდგომო გზავნილებით მორწმუნეებს ეუბნება, რომ ცრუ თავისუფლებით თავისუფლება არ უნდა დაკარგონ, ილია მეორე აღნიშნავს რომ ხშირად თანამედროვე საზოგადოების ნაწილი თავისუფლებას მიიჩნევს ყველაფრის უფლებად, რაც მისივე განმარტებით ქრისტიანულ მოტივებს ეწინააღმდეგება.ეპისტოლეში მოხვდა გზავნილები ბირთვული კატასტროფის შესახებაც.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ფიქრობს, რომ მოსახლეობაში პოლარიზების მიზეზი აგრესიული მეტყველებაა. მისივე თქმით ახლა ქვეყანაში მშვიდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი,  მშვიდობის საპირწონედ კი ომი არის ყველაზე დიდი ბოროტება. პატრიარქი ამ გზავნილით უკრაინის ომს შეეხო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი