რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ოკუპანტების თავდასხმას 2 ქალი ემსხვერპლა. გასულ დღეს კი სლავიანსკიზე თავდასხმას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიღუპა 9 ადამიანი, 18-მდე კი დაშავდა.
ამავდროულად, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ, დაბომბვის ფაქტზე წინასწარი გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც „ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას“ გულისხმობს.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 50-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.