ესპანეთში ოთხი ქართველი დააკავეს

13 აპრილი 2023, 14:49 635 ნახვა

ესპანეთში 4 ქართველი დააკავეს. ესპანური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ბინის გაქურდვის მცდელობისთვის დაიჭირეს. 

დაკავებულები დანაშაულს  აღიარებენ. თუმცა თქვეს, ისიც რომ  მათ სახლიდან ვერაფრის წაღება ვერ მოახერხეს. სასამართლომ ოთხივე მათგანისთვის 8 წლით, ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნის დასატოვებლად კი 15 დღიანი ვადა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დააპატიმრებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი