ენმ აჭარის მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს

12 აპრილი 2023, 11:05 1090 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობა'' მთავრობას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს. ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ირწმუნება, რომ აუდიტის  2020-2021 წლების დასკვნის მიხედვით, მთავრობამ მასთან აფელირებულ კომპანიას 23 მლნ ლარი ისე ჩაურიცხა, რომ შესრულებული ტექნიკური სამუშაოების ზედამხედველობა არ განუხორციელებია.  

რეზო ხარაზის მტკიცებით,  3 მილიონი ლარი მისცეს რესპუბლიკურ საავადმყოფოს, 10 მილიონი დოლარის ექვივალენტი ლარში კი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით  საცურაო  აუზის მშენებლობისთვის კომპანიას, რომელიც არ აშენებულა ბათუმში, თანხის ხარჯვის მოტივი კი მათი ინფორმაციით, გაუგებარია.

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი ლაშა ადამია ირწმუნება, რომ საკითხთან დაკავშირებით მასალები მოიძიეს, რასაც მისივე თქმით, დაეთანხმა სახელმწიფო აუდიტის სამსახური.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი