ენმ პროტესტი სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე და ,მმართველი გუნდის პასუხი

11 აპრილი 2023, 17:45 802 ნახვა

ბათუმის საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი  ბათუმში სამშენებლო ამნისტიის შესახებ ზაალ მიქელაძის, რესან კონცელიძის და ანზორ ბოლქვაძის მიერ პარლამენტში ინიცირებული პროექტის განხილვის დროებით შეჩერებას ითხოვს.მისი განცხადებით,გუშინ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას კანონში ცვლილების ინიციატორებს უსაფრთხოების რისკების შესახებ მის  კითხვებზე  კონკრეტული პასუხი არ ჰქონდათ,ასევე  დაუდასტურეს, რომ კონსულტაციები არ გაუვლიათ არც ექსპერტებთან და არც მესამე სექტორთან. ხარაზი ქალაქში უკანონო  მშენებლობების  ბუმზე საუბრობს, მისი განცხადებით, მსგავსი ამნისტიები არაკეთილსინდისიერ დეველოპერებს ახალისებს.სამშენებლო კოდექსში ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორი რესან კონცელიძე აცხადებს, რომ რისკები დაზღვეულია და კონსულტაციებს სპეციალისტებთან ამ დრომდე გადიან, მათ შორის კომუნიკაცია აქვთ თბილისის მერიასთანაც, რადგან მსგავსი ამნისტია დედაქალაქში უკვე ორი წელია მოქმედებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი