ზამთრის კონცერტების სერია

11 თებერვალი 2017, 00:00 2802 ნახვა

ბათუმის კულტურის ცენტრის ნოვაცია - წელს პირველად ზამთრის კონცერტების სერია დაიწყო. პირველი კონცერტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სკოლაში გაიმართა. მაყურებლის წინაშე ქალთა კამერული გუნდი, სიმებიანი კვარტეტი და სასულე ორკესტრი წარსდგნენ. კლასიკური მუსიკის შემდეგ მსმენელი ხალხურ სიმღერებს და როკსაც მოისმენს.  ზამთრის კონცერტების სერია 10 თებერვალს დაიწყო და 12 თებერვალს დასრულდება.

ამავე კატეგორიაში