ქალაქი წყალქვეშ

08 აპრილი 2023, 15:05 856 ნახვა

ბოლო კადრები ისტორიული ახალთას ქალაქ იუსუფელიდან. ძველი ქართული დასახლება - იუსუფელში არსებული კაშხლის გამო იტბორება, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეხუთეა. 

ამ დროისთვის ქალაქის ძირითადი ნაწილი უკვე წყალქვეშაა. მათ შორის მოექცა ორი ტაძარი ახალთას ბაზილიკური და კოწახურის, ჭალას ღვთისმშობლის საყდარი. 

კაშხლის გამო დაფარვის ზონაში მოექცა კავკასიძეების ციხე, რომელიც ოთხთას მონასტრის კომპლექსს ეკუთვნის, თუმცა ის არ დაიტბორება.

ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება ახლა იმ ტერიტორიაზე, რომელიც მალე წყლით დაიფარება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი