ორთავიანი ხბო

10 თებერვალი 2017, 00:00 3884 ნახვა

ხელვაჩაურში, სოფელ ჭარნალში, ორთავიანი ხბო დაიბადა. ანომალიური შემთხვევა ჭელიძეების ოჯახში მოხდა. ხბოს ორი ყური, ოთხი თვალი აქვს და ორივე პირს ამოძრავებს. ანომალიური ხბო დედამ დაბადებისთანავე მიატოვა და მას ჭელიძეების ოჯახი საწოვარათი კვებავს. საქართველოში მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის. მეცნიერები ასეთ მოვლენებს სხვადასხვა ფაქტორით ხსნიან.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი