გაზაფხულის მოსვლასთან ერთად შიდა ტურისტებთან ერთად უცხოელი ტურისტების რაოდენობაც მატულობს - სხალთის შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის მუზეუმი ერთ-ერთია, რომელიც სხალთა-ხიხანის ხეობაში, ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილებს შორისაა. სახლ-მუზეუმში განთავსებულია 535 კოლექცია. მათ შორის, ფერწერის ნიმუშები, სკულპტურა გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ნუმიზმატიკა, ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები, სხვადასხვა სახის ფოტო-მასალა, დოკუმენტები, სამეცნიერო და დამხმარე ლიტერატურა. სახლ-მუზეუმში აგრეთვე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ხიმშიაშვილების საგვარეულო, საოჯახო და ყოფით ნივთებს. რეპორტაჟში თქვენ ასევე გაიცნობთ კიდევ ერთი მუზეუმის ისტორიას, რომელიც უკვე 22 წელია სოფელ თხილვანში არსებობს.