ბათუმი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას უმასპინძლებს

06 აპრილი 2023, 14:38 818 ნახვა

ბათუმი საერთაშორისო ტურისტული გამოფენისთვის ემზადება. 19-21 მაისს ქალაქი  ტრადიციულ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენას უმასპინძლებს, რომელიც საგამოფენო  კომპანია  „ექსპო ბათუმის“ ორგანიზებით იმართება. გამოფენაზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან.

ძირითადად ის კომპანიები, რომლებიც წლებია ტურისტული მომსახურების სხვადასხვა სფეროსა თუ  სასტუმროების აღჭურვაზე მუშაობენ.

გამოფენა  უკვე  მეთოთხმეტედ იმართება და მისი მიზანია ერთ სექტორში დასაქმებული კომპანიების ასევე ერთ სივრცეში შეკრება, რაც ორგანიზატორების თქმით, სამომავლოდ ახალია ბიზნესურთიერთობებს უწყობს ხელს. 

გამოფენა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით იმართება . საგამოფენო კომპანიამ  დღეს საინფორმაციო შეხვედრა გამართა ტურისტულ სფეროში დასაქმებულებთან.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში