როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმი დასკვნას დღეს დადებს.
კონსილიუმის ერთ-ერთი წევრის წინასწარი შეფასებით, სააკაშვილი უახლოვდება კრიტიკულ ზღვარს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში უარესდება.
გაუარესების ერთ-ერთ მიზეზად კი მათ მიერ დასმულ დიაგნოზს - პოსტ ტრავმულ აშლილობას ასახელებს. ანუ, ადგილი აქვს სააკაშვილის გარემოსთან შეუგუებლობას.