უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის 70-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

03 აპრილი 2023, 10:18 534 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის 70-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს-ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოწინააღმდეგის ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე.

"საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან : ბახმუტი, ავდიივკა და მარინკა. ბახმუტის მიმართულებით მტერი არ წყვეტს ბახმუტზე შტურმს და ცდილობს მასზე სრული კონტროლის მოპოვებას“, - აცხადებენ გენშტაბში.

გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 5 სარაკეტო და 32 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

პარალელურად რუსული ძალების ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის უბნებზე 8 დარტყმა განახორციელა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში