„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” - 10 მისამართზე 1000-მდე ბინის მშენებლობა დაიწყო

01 აპრილი 2023, 18:04 1431 ნახვა

''ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” პროგრამის ფარგლებში 10 მისამართზე 1000-მდე ბინის მშენებლობა დაიწყო.პროგრამის თანახმად, არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება. მოსახლეობას ბინები გადაეცემა სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში. პროგრამას აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ახორციელებს.

მრავალბინიანი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს კვინიტაძის #1, #3, #11-ში. გრიშაშვილის #9-ში, ასევე, ხინიკაძის #7-ში. მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო ე.წ ,,შანხაის“ დასახლებაში, 26 მაისის, ხიმშიაშვილისა და კახაბრის ქუჩებზე. ასევე, ავარიული კორპუსების გამაგრებითი სამუშაოები უკვე დასრულდა 6 მისამართზე.

პროგრამა ითვალისწინებს 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ახალი, თანამედროვე საცხოვრისით ჩანაცვლებას და 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ბათუმში გასულ წელს ამოქმედდა, რომლისთვისაც, ოთხი წლის პერიოდში, 100 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული. პროგრამის ფარგლები ეტაპობრივად საჭიროების მქონე ყველა პირი უზრუნველყოფილი იქნება ახალი უსაფრთხო საცხოვრისით.

საბიუჯეტო პროგრამის პარალელურად განხორციელდება ავარიული და საცხოვრებლად გამოუსადეგარი საცხოვრებელი სახლების გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთების კერძო სექტორისთვის შეთავაზება.

ავარიული სახლების ადგილზე ახალი, მრავალბინიანი სახლების მშენებლობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის მერთან, ერთად გაეცნო.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი