ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაცია

31 მარტი 2023, 11:50 631 ნახვა

12-პუნქტიან გეგმაში მეოთხე რეკომენდაცია გულისხმობს ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებას, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე გააკეთა. 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო გამოირჩევა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, რაც ასევე მოიცავს ფინანსურ დამოუკიდებლობასაც.

ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას უწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტსა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. 

ამ მიზნით, აღნიშნული ბიურო ასევე კოორდინაციას უწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას. ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. ბიუროს ხელმძღვანელობს რაჟდენ კუპრაშვილი, რომელიც ამ პოსტზე თებერვალში დაინიშნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი