ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო მოეწყო ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში. ღონისძიებაზე სკოლის აღსაზრდელებმა წაიკითხეს პოეტის ლექსები და შეასრულეს სიმღერები.
ლიტერატურული საღამოს მონაწილეებს კიდევ ერთხელ გააცნეს ტარიელ ხარხელაურის შემოქმედება. რამდენიმე ლექსი სტუმრებს თავად პოეტმაც წაუკითხა და მისი შემოქმედების ირგვლივ დასმულ კითხვებსაც უპასუხა. იგი არაერთი კრებულის ავტორი და ჯილდოს მფლობელია.
ტარიელ ხარხელაურისა და ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის აღსაზრდელების შეხვედრა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტ დიმიტრის ინიციატივით შედგა.