“ქართული ოცნების” პარტიული კონფერენციები

29 მარტი 2023, 17:59 662 ნახვა

„ქართული ოცნების“ შუახევის რაიონულ ორგანიზაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე უხელმძღვანელებს.

პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები დღეს გამართულ კონფერენციაზე აირჩიეს.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, პარლამენტის ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ტაბატაძე, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი