ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩი იმყოფებოდა. ის უწყებამ თავად დაიბარა. თუმცა ელჩმა უწყება ისე დატოვა კომენტარი არ გაუკეთებია.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდო ნორვეგიის სახელმწიფოს არ მიუცია და ის არის კონკრეტულად „კონსერვატიული პარტიის“ ორგანიზაციული ჯილდო. ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ დარწმუნებულია, ჯილდოს საკითხი „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის მეგობრების მიერ არის შეთანხმებული.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ძალიან კარგად იყენებს და პოზიციონირებს, თითქოს მიხეილ სააკაშვილს ჯილდო ნორვეგიის სახელმწიფომ გადასცა. ხელისუფლება ამ ნარატივს იყენებს, როგორც პროპაგანდას დასავლეთის წინააღმდეგ. იგივეს ფიქრობენ ''სტრატეგია აღმაშენებელშიც''.
''ქართულ ოცნებაში'' კი აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტისთვის ჯილდოს გადაცემა არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა.