რაგბის ოსკარის მფლობელი დავით ნინიაშვილი გახდა

27 მარტი 2023, 22:54 744 ნახვა

ჟურნალმა “მიდი ოლიმპიკმა” ყოველწლიური ოსკარი დავით ნინიაშვილს მიაკუთვნა.

პრესტიჟული ფრანგული ჯილდოს ახალ მფლობელს ჟურნალი კაშკაშა ვარსკვლავს უწოდებს, რომელიც განსახიერებაა როგორც უელსთან და იტალიასთან ბორჯღალოსნების ისტორიული გამარჯვებების და ქართული რაგბის აღმავლობის, ასევე ჩელენჯ ქაფზე ლიონის ისტორიული კორონაციის.

ნინიაშვილი მეორე ქართველია, რომელსაც ოსკარი მიენიჭა, - 2013-ში მისი მფლობელი მამუკა გორგოძე გახდა.

“მიდი ოლიმპიკის” ოსკარის 70-ე საიუბილეო ცერემონია ლიონში გერლანის სტადიონზე გაიმართა, სადაც ქართული რაგბის ფენომენზე არაერთმა გამომსვლელმა აღტაცებით ისაუბრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი