ტენესის შტატში ქალაქ ნეშვილში, ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 6 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი

27 მარტი 2023, 21:57 549 ნახვა

ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში, ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად მოკლულია, სულ მცირე, სამი ბავშვი და სამი ზრდასრული. ადგილობრივ პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ  გარდაცვლილია თავდასხმაში ეჭვმიტანილი.

ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელი მოზარდი გოგონაა, რომელიც სამი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული.

სროლა კერძო ქრისტიანულ სკოლაში მოხდა. სკოლის ვებგვერდის ცნობით, სკოლაში დაწყებითი კლასების დაახლოებით 200-მდე მოსწავლე სწავლობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში