ბათუმის პირველი საჯარო სკოლიდან 10 მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს

27 მარტი 2023, 18:01 697 ნახვა

ბათუმის პირველი სკოლიდან ბავშთა საავადმყოფოში ინტოქსიკაციით გადაყვანილი 15 მოსწავლე ამ დრომდე კლინიკაში რჩება. სამედიცინო დახმარება დასჭირდა ასევე პედაგოგს და მანდატურს. ინტოქსიკაცია სკოლაში სავარაუდოდ წიწაკის სპრეიმ გამოიწვია,რომელიც დაუზუსტებელი ინფორმაციით, სკოლის დერეფანში ერთ-ერთმა მოსწავლემ გაუშვა.რა მოხდა სკოლაში - დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს არც სკოლის ადმინისტრაცია და არც რესურსცენტრი. ვის ეკისრება მომხდარზე  პასუხისმგებლობა და როგორ შეიტანეს მოსწავლეებმა წიწაკის სპრეი სკოლაში? – ბათუმის რესურსცენტრში აცხადებენ, რომ ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი