საქველმოქმედო გამოფენა

27 მარტი 2023, 11:03 583 ნახვა

საქველმოქმედო გამოფენა გაიმართა ქედაში. კულტურის სახლში ხელნაკეთი ნივთები, სათამაშოები და აქსესუარები გამოფინეს.

საქველმოქმედო აქტივობა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების, ასევე ქედის რესურსცენტრის ორგანიზებით მოეწყო, რომელშიც სხვადასხვა სკოლა, კულტურის სახლი და არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაერთო.

საქველმოქმედო გამოფენიდან შემოსული თანხა თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად გაიგზავნება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში