პრემიერის მთავარი გზავნილები

24 მარტი 2023, 19:35 492 ნახვა

და რაც შეეხება პრემიერის ინტერპელაციას. დაახლოებით 40 წუთიანი გამოსვლის დროს  ირაკლი ღარიბაშვილმა უსაფრთხოებისა და უშიშროების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მოხსენებაც სწორედ მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურით დაიწყო, შეაჯამა რუსეთ-უკრაინის ომიც. ისმოდა ეპითეტები- მეხუთე კოლონა , ექსტრემისტული და დესტრუქციული ძალები, ფრანკლნის კლუბი კი პრემიერისთვის ანარქისტული მოძრაობაა.საპარლამენტო უმცირესობა ეროვნული ინტერესებისადმი მტრულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.ილაპარაკა იმაზეც რატომ ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, რომ ესეც ისევე როგორც უკრაინის ომში მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნა  შეთქმულების ნაწილი იყო.თქვა,რომ დესტაბილიზაცისთვის და საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად ქვეყნის შიდა და გარე მტრებს 4 მცდელობა ჰქონდათ. ასეთებად დაასახელა მაგალითად აქციები ,,შინ ევროპისკენ“ და 7/8 მარტის მოვლენები. მიაჩნია, რომ საფრთხეები ისევ არსებობს, ამიტომ საპარლამენტო ტრიბუნიდან განცხადებების ადრესატებს გააგონა, რომ მთავრობა მეამიტი არ არის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში