თუ კი ლამაზი ყვავილების - მაგალითად ფერადი ტიტების შეძენა გსურთ, ერთ-ერთი ადგილი, სოფელ ხუცუბანში ბაუჟაძეების ოჯახია. შეკვეთის გაკეთების საშუალება დისტანციურად გაქვთ. ყვავილებზე შეყვარებულმა ბაუჟაძეების ოჯახმა ბიზნეს საქმიანობა პროგრამის ფარგლებში დაიწყო და ქობულეთიდან ტიტებით მთელ ქვეყანას უკვე ოთხი წელია ამარაგებენ.