პრემიერა თოჯინების თეატრში

21 მარტი 2023, 18:00 709 ნახვა

პრემიერა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ  სახელმწიფო თეატრში.   .  ,, ოთხი პატარა ამბავი’’- ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც უხმოდ, მელოდიის ფონზე 35 წუთის განმავლობაში გრძელდება. სპექტაკლის რეჟისორი  დავით მაცხონაშვილიამეთოჯინეთა და დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი თეატრში დღეს  არაერთი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის მოეწყო  ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. საპრემიერო ჩვენების დასრულების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოსა და ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ  სახელმწიფო თეატრს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. არხის დირექტორის განცხადებით, ინფორმაციის გაცვლა და მაყურებლისთვის მიწოდება  მაუწყებლის პრიორიტეტია.   

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი